ოკუპირებული აფხაზეთი -წვიმის შედეგად ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია

ოკუპირებულ აფხაზეთში წვიმა მოვიდა და ამ დროისთვის, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. ამ  ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

-„გაწვიმდა, ხანძრები მთლიანად ჩაქრა.  სიტუაცია, ფაქტობრივად, მართვადი და კონტროლირებადი იყო. დღეს ახალი კერები გაჩნდა ოჩამჩირის რაიონში, ისიც ჩამქრალია. დამწვარი ტერიტორიის ფართობი ბოლომდე ცნობილი არ არის”, – განაცხადა ე.წ. სამინისტროს პრეს-მდივანმა, რომან ლაბიამ.

კომენტარები