ოკუპირებულ აფხაზეთში “დუთი ფრის” მაღაზია გაიხსნა – ექსპერტების განცხადებით, ამგვარი საქმიანობა არალეგალურია

ოკუპირებულ აფხაზეთში “დუთი ფრის” მაღაზია გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი 2021 წლის 26 ივნისიდან ფუნქციონირებს. ოფიციალურ დოკუმენტებში ობიექტი მოხსენიებულია, როგორც “დიპლომატი-აფხაზეთი”.

ობიექტის ფუნქციონირება ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხილვის საგნად იქცა – გააჩინა კითხვები, რამდენად ლეგალურია მისი საქმიანობა. არსებობს ვარაუდი “დუთი ფრის” გახსნაში ნაციონალური ასამბლეის დეპუტატების ჩართულობაზე, რომლებსაც კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ, რადგან მაღაზია დეპუტატების შემოსავლების დეკლარაციებში არ არის ასახული.

ექსპერტ თენგიზ ჯოფუას განცხადებით, ამგვარი საქმიანობა არალეგალურია, რადგან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება შეიქმნას მსგავსი ტიპის მაღაზია. იგი კანონის საწინააღმდეგოა და ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები