ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის საავადმყოფოში მოზარდი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის საავადმყოფოში 2005 წელს დაბადებული მოზარდი გარდაიცვალა. Sputnik Abkhazia-ს ინფორმაციით, მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ.ოპერატიული შტაბი გარდაცვლილს კორონავირუსზე შეამოწმებს.

მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში 3 აპრილს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს. მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. 5 აპრილს ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.

მოზარდის მდგომარეობა გუშინ უკიდურესად დამძიმდა. ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ოპერატიულ შტაბში” ამბობენ:

„მოზარდი შშმ პირი იყო, ქრონიკული დაავადებებით. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიღეთ ანალიზი კოვიდ-19-ზე და პასუხს მიღებისთანავე გავასაჯაროებთ“.

კომენტარები