ოკუპირებულ აფხაზეთში „სპუტნიკის” პირველი პარტია ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სპუტნიკის” პირველი პარტია ჩაიტანეს. ამ ინფორმაციას დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისმა შესთავაზა ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა, რაზეც უარი მიიღო.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ რუხში უკვე მოქმედებს ვაქცინის კაბინეტი, ვაქცინაცია ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოსულებსაც შეუძლიათ.

კომენტარები