ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.

აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს ე.წ. „გამოძიება“ ე.წ. „სახელმწიფო სიმბოლოს“ შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.

ირაკლი ბებუა 1-ელ ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს.

ირაკლი ბებუამ  გალში „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს აფხაზური დროშა დაწვა. -„ეს აქტი მხოლოდ იმიტომ განახორციელა,  სურს აფხაზებმა და ქართველებმა ისევ მეგობრულად იცხოვრონ.

გაუცნობიერებლად ეს როგორ უნდა მექნა? არ მსურს, რომ ცალ-ცალკე ვიყოთ, ერთიანობა მინდა. არც აფხაზური დროშის წინააღმდეგი ვარ და არც აფხაზების. მინდა, რომ მეგობრულად ვიყოთ, ძმებივით, როგორც ადრე. მე ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვინმეს ვაწყენინე. ქედს ვიხრი ჩემი ხალხის წინაშე. უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ, ძმები ვართ და ერთად ვიქნებით“, – აცხადებდა ბებუა.

 

კომენტარები