ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

სამედიცინო დაწესებულებებში რუსეთიდან დაბრუნებული 193 ადამიანი კარანტინშია მოთავსებული.

კომენტარები