ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კარანტინიდან დაახლოებით 25 რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტების კურსანტი გაიქცა

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კარანტინიდან დაახლოებით 25 რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტების კურსანტი გაიქცა.  ისინი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს და უკან, საკარანტინო ზონაში დააბრუნეს. ამ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვისა და „შს სამინისტროში“ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 34 შემთხვევაა გამოვლენილი. მათი უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები და მათი საკონტაქტო პირები არიან.

ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან 250 სამხედრო კურსანტი დაბრუნდა. ისინი 2 კვირიან კარანტინში მოათავსეს.

კომენტარები