ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

-„დღეს ვირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა.  ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლინდა. ინფექცია კიდევ 8 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 7 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან.

კომენტარები