ოლივერ სტოუნმა ვლადიმირ პუტინს, თავისი ქალიშვილის ნათლიობა შესთავაზა

ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, თავისი ქალიშვილის ნათლიობა შესთავაზა. აღნიშნული წინადადებით მან პრეზიდენტს ინტერვიუს დროს მიმართა. შესაბამისი ტექსტი კრემლის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
ინტერვიუს დროს, პუტინმა რეჟისორს უამბო, თუ როგორ სთხოვა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა თავისი ქალიშვილის ნათლიობა.
„ჩვენი მართლმადიდებლური ტრადიციებით, უარის თქმა არ შეიძლება“, – უპასუხა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ იყო ვიღაცის ნათლია, ეს ყოველთვის დიდი პატივია.
„ასეთ შემთხვევაში, მაშინ მე თქვენ გთხოვთ, რომ ჩემი შვილის ნათლია გახდეთ“, – ეუბნება სტოუნი პუტინს.
პუტინმა რეჟისორს ჰკითხა, თუ რომელი აღმსარებლობის არის რეჟისორის ქალიშვილი და არის თუ არა იგი მართლმადიდებელი. სტოუნმა უპასუხა, რომ მისი ქალიშვილი მორწმუნეა, აღზრდილია ქრისტიანული ტრადიციებით და რომ მონათვლა შესაძლებელია.
რეჟისორი დაინტერესდ, თუ რამდენი ბავშვი ჰყავს პუტინს მონათლული. ამაზე რუსეთის პრეზიდენტმა რეჟისორის კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის უთხრა, რომ ისინი ერთეულები არიან.

კომენტარები