ომარ გამყრელიძე ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროების მოტივით  პატიმრობაში რჩება

თელავის რაიონულ სასამართლოში სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა დასრულდა.

პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობითაც მიმართა და მტკიცებულებების არქონის მოტივით 85 წლის ომარ გამყრელიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. მოსამართლე ზვიად შარაძემ  ომარ გამყრელიძე ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროების მოტივით პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ასევე დიდი ოდენობოთ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულს, ომარ გამყრელიძის შვილიშვილს, სახელმწიფო ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას და მკვლელობის ხელშეწყობას ედავება.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა.  ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მოგვიანებით ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს.

23 ივლისს კი ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა. მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

 

კომენტარები