„ომიკრონის ვაქცინა მზად იქნება მარტში“ – Pfizer-ის ხელმძღვანელი

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორის, ალბერტ ბურლის განცხადებით:

-„ჩვენ უკვე ვიწყებთ გარკვეული რაოდენობის დოზების წარმოებას. აღნიშნული ვაქცინა ასევე იქნება მიმართული სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომელიც ამჟამად ცირკულირებს. იმედია, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ უკეთესი დაცვა გვქონდეს, განსაკუთრებით ინფექციებისგან, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადებისგან დაცვა ამჟამინდელი ვაქცინებით გონივრულია, მესამე დოზას თუ მიიღებთ“.

ისრაელმა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის მეოთხე დოზა ხელმისაწვდომი გახადა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის და ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ისრაელმა აღმოაჩინა, რომ ვაქცინის მეოთხე დოზა აძლიერებს ანტისხეულებს, რომლებიც იცავს ვირუსს, ვაქცინის მიღებიდან კვირაში ხუთჯერ.

კომენტარები