„ომი და მშვიდობის“ ორიგინალური ხელნაწერის ნაწყვეტი ჟენევის მუზეუმში გამოფინეს
ლევ ტოლსტოის რომანის „ომი და მშვიდობის“ ორიგინალური ხელნაწერის ნაწყვეტი ჟენევის მუზეუმში გამოფინეს. რომანის 6 გვერდი შვეიცარიაში მეტალის ჩემოდნით, დაცვის თანხლებით ჩაიტანეს. აეროპორტიდან მუზეუმამდე ის სამხედრო ესკორტის თანხლებით მიიტანეს.
ამ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ჟენევის მუზეუმში 5 000-გვერდიანი ხელნაწერის ის ეპიზიდია გამოფენილი, რომელშიც ანდრეი ბალკონსკი პიერ ბეზუხოვს ომის სისასტიკეზე ესაუბრება.