„ომი თუ გაგრძელდება, სომხეთის არმიას გავანადგურებთ. ამ ორ კვირაში სომხეთის 233 ტანკი“ – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haber Türk-თან ინტერვიუში განაცხადა:

-„ომი თუ გაგრძელდება, სომხეთის არმიას გავანადგურებთ. ამ ორ კვირაში სომხეთის 233 ტანკი გავანადგურეთ. ყველაფერი რომ შევაფასოთ, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. არის კითხვა – ღარიბი სომხეთი, სად იშოვა მან ეს თანხა? არა. ეს მათ მისცეს. ვინ მისცა, ყველამ იცის. საიდან აქვთ ამდენი ტექნიკა? ომი თუ გაგრძელდება, ჩვენ მათ მთელს არმიას გავანადგურებთ.  რაც უფრო სწრაფად შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტექნიკას შეინარჩუნებენ.

რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ ხუთი ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? არა. ამიტომ, ნურავინ დაგვადანაშაულებს“.

კომენტარები