ონლაინ საბავშვო ბაღები? შენი ხელმოწერით ბასტიბუბუს ბედი წყდება!!! – ალექსანდრე რუსეცკი:

– “სერიოზული საუბრები იმის თაობაზე თუ რატომ უნდა გაიხსნას ონ-ლაინ საბავშო ბაღები და რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი “ბასტის და ბუბუს”

– წერს ალექსანდრე რუსეცკი და ვიდეოს აქვეყნებს:

https://www.facebook.com/alexander.rusetsky.5/videos/10221212830224103

მოგესალმებით!
დარწმუნებული ვართ, ყველას გიყვართ ბასტიბუბუ და გინდათ თქვენი შვილებისთვის არსებობდეს ეს მხიარული და ფერადი სამყარო.
სწორედ ამიტომ, მოგმართავთ ყველას!
ახლა საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება!
ბასტიბუბუს დღემდე არა აქვს საკუთარი შენობა და ის პანდემიამდე ყოველთვიურად დიდ თანხას უხდიდა არენდისთვის სახელმწიფოს.
პანდემიის გამო ბასტიბუბუ შენობის გარეშე დარჩა.
ჩვენ მოვამზადეთ პეტიცია და მისი საშუალებით თხოვნით მივმართავთ სახელმწიფოს, რომ ის ფართი რომელშიც ბასტიბუბუ 35 წელია არსებობს, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს მას, რათა უფრო მეტი ბავშვის გახარება შევძლოთ.
რა არის საჭირო?
. ჩვენი პეტიცია ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე. სურვილისამებრ, აქვე შეძლებთ მოაწეროთ ხელი:�https://ichange.gov.ge/13550
. იმისათვის, რომ პეტიციაზე შეძლოთ ხელის მოწერა, ჯერ სავალდებულოა საიტზე გავლილი გქონდეთ რეგისტრაცია:
https://ichange.gov.ge/ უნდა დააწვეთ ზემოთ მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს “რეგისტრაცია” და მიჰყვეთ ინსტრუქციას.
. 28 დღის განმავლობაში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს ჩვენს პეტიციას მხარი. ჩვენ გვჯერა, რომ მეტსაც დავაგროვებთ.
დღეების ათვლა დაიწყო
!!! შენი ხელმოწერით ბასტიბუბუს ბედი წყდება !!!
თუ დარეგისტრირება გაგიჭირდებათ მიყევით ჩვენს ინსტრუქციას…
წყარო: https://www.facebook.com/alexander.rusetsky.5/posts/10221193479100337
კომენტარები