ოპოზიციავ, მორჩი ხელისუფლებისკენ თითის გაშვერას და თვითონ აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება – გიორგი ფოფხაძე:

– „ახლა მომხედეთ ძვირფასო ოპოზიციავ, მე მართლა ვერ დამადანაშაულებს ვერც ერთი თქვენგანი ამ ხელისუფლებისადმი ლოიალობაში.
გაბედავთ ასეთ რამეს, წამოიწკმუტუნებთ და მიიღებთ ისეთს რომ, კაგა ხანი დაგამახსოვრდებათ მაგრამ, ახლა სხვა რამეზე ვწერ და ისევ თქვნი ცხელი თავების გასაგონად, პრო ევროპელობას და პრადვინუტობას რო იჩემებთ (ისემც დაგიმშვენდათ ეგ ცხვირპირი) იცით როგორაა იმ ევროპაში, რომელ ევროპასთანაც მხოლოდ სტრასბურგში კლებერის მოედანზე მაღაზიები და იქ შოპინგი გაკავშირებთ?
ხო და რომ არ იცით გეტყვით და კაათ მომისმინეთ.
თქვენზე ნაკლები ყვერებიანი ბიჭები არ არიან ფრანგი “ყვითელი ჟილეტები” და არც ბელგიელი “SGT”-ს პროფკავშირები, მაგათთვის გაფიცვა, მიტინგი და მანიფესტაცია უცხო არის კი არა და ეროვნული სპორტია, არც თქვენსავით ღავიან მერე, არიქა დაგვარბიეს და ცივი წყალი მოგვასხესო და თქვენგან განსხვავებითაც რაპორტებს არ წერენ საერთაშორისო ორგანიზაციებში “არაადამიანურად მოგვეპყნენო”..
თუმცა ესეც სხვა თემაა და ახლა გეტყვით მთავარ სათქმელს, მთავარი სათქმელი კი ისაა რომ, არც “ყვითელი ჟილეტები” და არც პროფკავშირები კორონაპანდემიის დროს ქუჩაში არ გამოსულან, თუ გამოსულან და აკრძალვები დაურღვევით რომლებსაც კორონავირუსის “აფეთქება მოჰყოლია”, საკუთარ თავზე აუღიათ პასუხისმგებლობა და არ უწუწუნიათ, არიქა ხელისუფლება რას აკეთებსო…
ხო და აბა ახლა მორჩით ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერას და თვითინ აიღეთ პასუხისმგებლობა იმასზე რაც ხდება. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ცოდავს და არ გაბედოთ იმის თქმა არიქა ფოფხაძემ მთავრობის გაპრავება დაიწყოო თორემ, სულ სათითაოდ გაგიხსენებთ როგორ დაეთრევით იმ ხელისუფლებასთან და მის მომლაპარაკებელ პალიკია კუბლაშვილთან “მეტი დოლარების” სავაჭროდ..
გაიგეთ ბიჭოოოო?“

– წერს ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე

კომენტარები