„ოპოზიციამ დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რომ 15 მაისს მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი“-სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

ოპოზიციამ დაიწყო კოორდინირებული მუშაობა, რომ 15 მაისს მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებს აქციები ხელს უშლის, რადგან უკანასკნელ რაუნდზე ვნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, – ამის შესახებ

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდეს.

-„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, 15 მაისს საპროტესტო აქციაზე რაც შეიძლება ბევრი თანამოქალაქე გამოვიდეს და გააგონოს საკუთარი ხმა ხელისუფლებას. მათ შორის, ის ადამიანები, ვისაც სურს,  ეს მოლაპარაკებები რაიმე შედეგით დასრულდეს. მოლაპარაკებები თუ გაგრძელდება, საზოგადოებრივი აქტიურობა ხელს შეუწყობს მოლაპარაკების რაიმე სხვა შედეგით დასრულებას, ვიდრე პირველ ორ რაუნდზე ვიხილეთ.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში რჩებიან პოლიტპატიმრები,  მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარი არ გვითქვამს, პოზიციების დაახლოება თუ არ მოხდა, მოლაპარაკების განახლებას აზრი არ ექნება.

ევროპელმა პარტნიორებმა და ვაშინგტონმა აქტიურად უნდა იმუშაონ მმართველ გუნდთან, რომ დაარწმუნონ, – მოლაპარაკებებზე მივიდეს ისეთი წინადადებით, რომელიც შექმნის სივრცეს შეთანხმებისთვის. შესაძლოა, ამის შემდეგ მორიგმა რაუნდმა შედეგი გამოიღოს.

ოპოზიციის დღევანდელი სამომლაპარაკებლო პოზიცია დიდ სივრცეს ქმნის მოლაპარაკებისთვის, თუმცა მოლაპარაკებას სჭირდება ორი მხარე. „ქართული ოცნების“ პოზიციები მთლიანად იქნება დამოკიდებული იმ ზეწოლებზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები განახორციელებენ ხელისუფლებაზე. დღეს უფრო, ვიდრე ოდესმე, ხელისუფლება დასავლეთის დახმარებაზე და დასავლეთის პოლიტიკურ მხრადაჭერაზეა დამოკიდებული.  ისინი  დასავლელი პარტნიორების რჩევას თუ არ მოისმენენ, ჩემთვის ეს იქნება ძალიან ნათელი სიგნალი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღიად და აშკარად გადაწყვიტა, ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლური განვითარების გზას და ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმაოს ეკონომიკური, სოციალური კრიზისი და ამით მიეხმაროს რუსეთს საკუთარი პოლიტიკური ამოცანების განვითარებაში“.

კომენტარები