„ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში, ხელისუფლება არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არც ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს არ“ – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში, ხელისუფლება არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არც ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს.

-„ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარი მხარდამჭერების არჩევანი გადაყაროს და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დაეთანხმოს. ჩვენ, ქართული ოცნება“ არ ვაპირებთ,  ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების არჩევანს იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციას კონსტრუქციული წინადადება შევთავაზეთ, როდესაც ვუთხარით, მოდით, – შევქმნათ პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ეს არჩევნები შევაფასოთ, ერთად გამოვიძიოთ, ერთად გადავამოწმოთ პრეტენზიები. თუ იქნება სისტემური გაყალბების ნიშნები და გადახრა, მხოლოდ მაშინ განვიხილოთ უკვე თქვენი მოთხოვნა, – მათ ამაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანი გადავყაროთ და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დავეთანხმოთ, ეს ცალსახაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები