„ოპოზიცია ან არ არის საქმის კურსში ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. საგანგებო ვითარების დროსაც“ – ნათია თურნავა

ჟურნალისტის შეკითხვას,  მოსახლეობასთან განხილვის გარეშე ჰესების მშენებლობის საკითხის შესახებ,  უკავშირდებოდა, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ  უპასუხა:

-„ოპოზიცია ან არ არის საქმის კურსში ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. საგანგებო ვითარების დროსაც ნებისმიერი ნაბიჯი მოსახლეობასთან დეტალური კომუნიკაციის შედეგია.

ნებისმიერი ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიება მრავალჯერ არის განხილული, მხოლოდ ამის შემდეგ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ჰიდროელექტროსადგურების პროექტებიც საჯარო განხილვების შედეგია. ეს ნამვილად არ მომხდარა ერთ დღესა და საგანგებო ვითარებაში. მრავალწლიანი პროცესია, თუნდაც ონის ჰესების კასკადი, ამას თუ გულისხმობთ. პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენთან შესაძლებელია, ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდეს. ეს ეხება როგორც ონს, ასევე ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება. ეს ეხება ფოთის პორტის პროექტს, რომლის მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა“.

კომენტარები