„ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული“ – აქცია-მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

„ნაციონალური მოძრაობა” აქცია-მსვლელობას მართავს. ისინი 14:00 საათიდან ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა:

-„საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება. ამ რეჟიმს დღეს უნდოდა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული. ერთის მხრივ, სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარია, – ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე. “ქართული ოცნება” ეთამაშება ცეცხლს, ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს. ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ “რობოკოპებზე” და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება, ძალიან მალე დამარცხდება. დღის ბოლოს საზოგადოებას ხვალინდელ გეგმას გავაცნობ“.

კომენტარები