„ოპოზიცია აცხადებს თავის სამოქმედო გეგმას, იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ“-ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

-„ოპოზიცია აცხადებს თავის სამოქმედო გეგმას, იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა, მეგობრები ეცდებიან ჩვენ დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, მის შედეგებს არ ვეგუებით. რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, საქართველო საკუთარ ბოსტნად გადააქციოს. საქართველოს მოსახლეობა, ადამიანები, რომელთაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, რომელთა წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს, რომ საქართველო არაა ბოსტანი“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა: -„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კომენტარები