„ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე ერთმანეთს აცოცხლებენ. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ ანალიზსაც გააკეთებს“

თბილისის მერი, კახა კალაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენებისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

„საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც ასე იქნება.   

ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე ერთმანეთს აცოცხლებენ.

ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ ანალიზსაც გააკეთებს“.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, როგორც დაგეგმილი იყო, 8 ნოემბერს  შედგა.

„ამირანთან“სპეცდანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია იყო მობილუზებული.  აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები სამართალდამცავების მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და კინოთეატრში შესასვლელად ადგილზე განთავსებული ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ.

სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.

 „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

 

კომენტარები