„ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს… აუცილებელია მესამე, მძლავრი მიზიდულობის ცენტრის“-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

-„აუცილებელია მესამე, მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა, საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს.

„ქართულ ოცნებას“ ნეგატიური, არაფრისმკეთებელი კამპანიით 7 არჩევნები აქვს მოგებული. ბოლო არჩევნები გააყალბა კიდეც. ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი. როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ გვეყო ძალა პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, –  ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ დაპირისპირებას ავაცდინოთ. მესამე მძლავრი ცენტრი თუ არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“.

კომენტარები