„ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე თუ ივლის, ან გიგა ბოკერიას თუ დაუჯერებს, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ“-სოზარ სუბარი

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა:

-„მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, -იქნება კონსტრუქციული, წელს რასაც მოაწერს, შესრულდება.  დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც მსჯელობა შეიძლება, ეს არის დოკუმენტი, რისი მიღებაც შეიძლებოდა.

ოპოზიცია ამ დოკუმენტს თუ დაეთანხმება, მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი ექნება და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. არ იქნება არევა, რასაც ცდილობენ!  პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმაზე, რომ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერას და შემდეგ მის შესრულებას ძალით ვაიძულებთ. ეს  დემოკრატიული არ არის. ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ  დისკრიმინაციულია. მზად ვართ, მოლაპარკებების გაგრძელებისთვის, ოდნავ კონსტრუქციას მაინც თუ დავინახავთ. პარტნიორების მიმართ არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი განცხადებები, მომლაპარაკებლის და იმ ჯგუფების მიმართ, ვინც შეიძლება შეურაცხყოფად და დისკიმინაციად აღიქვან ისეთი განცხადებები, როგორიც არის კოჭლი დოკუმენტი და ა.შ. ოპოზიციამ ის რეალობა უნდა მიიღოს, რაც პარტნიორებმა დააფიქსირეს, – საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, შედეგზე დარღვევებმა გავლენა ვერ მოახდინა,  ეს უნდა გაითავისონ, მოლაპარაკების გაგრძელებასმაშინ ექნება აზრი.

ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე თუ ივლის, რომელმაც ხმების 0,8%-იც ვერ დააგროვა ან გიგა ბოკერიას თუ დაუჯერებს, რომელმაც პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ“.

კომენტარები