„ოპოზიცია შემდგომი 48 საათის განმავლობაში ევროკავშირის ელჩისგან ელოდება ინფორმაციას“- გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია შემდგომი 48 საათის განმავლობაში ევროკავშირის ელჩისგან ელოდება ინფორმაციას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის ახალი ფორმატის შესახებ. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „რუსთავი-2“-თან განაცხადა.

-„ეს შეხვედრა არ იქნება მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელშიც ფასილიტატორების ფუნქციას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ასრულებდნენ. ამჟამინდელი ფორმატი უკვე უფრო მაღალ რანგშია ასული. ამაში, უკვე, პირადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტია ჩართული.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, -მეხუთე რაუნდი აღარ არსებობს, არსებობს აბსოლუტურად ახალი პლატფორმა მოლაპარაკების, სადაც პირადად შარლ მიშელი ამბობს, – ისიც ჩაერთვება ამ პროცესში, ანუ სხვა რანგში ავიდა ეს პროცესი, ევროკავშირის თვალსაზრისით. რაზე იქნება საუბარი, წინასწარ, თქმა რთულია, ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, – ექვსივე საკითხი, მათ შორის, პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების, ამ პუნქტებში დევს -შეთანხმება უნდა იყოს. როგორი იქნება შეთანხმება, ამას ჩვენ ვნახავთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები