ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

ოპოზიცია „15 მაისის შტაბს” ქმნის. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.

-„ყველამ ვისაც აქვს მანდატი, კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს პარლამენტს ამ მანდატის გაუქმებაზე, მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მგონია,  ეს გასაკეთებელია. ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ შეუშლის და აჩვენებს ოპოზიციის სერიოზულ განწყობას“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს:

-„ოპოზიცია ასევე მსჯელობს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხ. კიდევ არის ერთი ვარიანტი, -საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ,- რატომ არ უქმდება მანდატები. ანტიკონსტიტუციურია ის, რაც ხდება.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

-„15 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დეტალურად ვიმსჯელეთ. ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ და კიდევ უფრო დავარწმუნოთ, – ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა შედეგს აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით“.

კომენტარები