ოპოზიცია 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს

ოპოზიცია 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამბოხებაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან უკვე სახიფათო გახდა, რადგან პოლიტიკური რეპრესიები დაიწყეს.

„ის აბსურდული კვალიფიკაცია, რომელიც მისცა ამ საპროტესტო მოვლენებს პროკურატურამ, თითქოსდა ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, უკვე სცდება იმ კომიკური მსგავსი შემთხვევების ფარგლებს, რაც არაერთხელ გვინახია, რომ თითქოს საბურავების დაწვას თუ დალაგებას ვაპირებდით და თუ ეს იყო პოლიტიკურ წრეებში სასაცილო მოვლენა. უკვე არაადეკვატური ხელისუფლება ამ სასაცილოს აქცევს ძალიან სახიფათოდ იმიტომ, რომ ეს განცხადება, ფაქტობრივად, ნიშნავს პოლიტიკური დევნის, რეპრესიების დაწყებას. რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია ხელისუფლების მიერ ჩატარებული ქმედებებისა, კვალიფიკაცია იყო როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და პირველად ეს სიტყვა იხმარა გავრილოვმა და შემდეგ მუქარა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ფაქტობრივად, შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ და ეწევა სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ჯგუფური ძალადობისთვის აქციის 4 მონაწილეა დაკავებული. ამის პარალელურად კი, პროკურატურა ამბოხების ორგანიზებასაც იძიებს, რა შემთხვევაშიც ძიების ინტერესი ოპოზიციის ლიდერები არიან.

 

 

 

კომენტარები