„ოპოზიციის ამოცანა იყო და რჩება ვადამდელი არჩევნების მიღწევა. ამის მექანიზმად გვაქვს“- დავით უსუფაშვილი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ.

„ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

-„ამნისტიის შესახებ შესაძლო კანონი არის ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად. მიზანია უკანონოდ დაპატიმრებული, პოლიტიკური ნიშნით დევნილი მელიას განთავისუფლება. მელიას გათავისუფლება აუცილებელია, ხელმოწერილი დოკუმენტის სხვა პუნქტების შესრულება შესაძლებელი რომ გახდეს.

ოპოზიციის ამოცანა იყო და რჩება ვადამდელი არჩევნების მიღწევა. ამის მექანიზმად გვაქვს ადგილობრივ არჩევნებში წარმატება, ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას სჭირდება ამ საკითხების მოგვარება. მოვედით და გავივლით რეგისტრაციას, რათა ჩვენი მხრიდან შევასრულოთ ვალდებულება და ამით გადავდგათ ნაბიჯი წინ. ამნისტიის საკითხებზე იქნება მსჯელობა. გუშინ ნიკა მელიამ განაცხადა, თანახმაა იმ ტიპის გირაოზე, რაზეც თავის დროზე ევროპელები იყვნენ თანახმა. ახლა უნდა გავარკვიოთ, ევროპელები ისევ მზად არიან ამისთვის თუ არა. ისეთ ზომებს მივიღებთ, იქნება ეს ამნისტიით თუ ამნისტიის გარეშე, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ აქ იმიტომ არ მოვედით, რომ მალე ისევ ბოიკოტს დავუბრუნდეთ. მოვედით, –  ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, დავარწმუნოთ კოლეგები, ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოვიყვანოთ. ამიტომ, მე არ ვფიქრობ იმაზე, რამ შეიძლება დაგვაბრუნოს ბოიკოტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები