„ოპოზიციის წარმომადგენლები ემზადებიან არეულობისთვის, იქნება ნიაღვარი სიბინძურის, დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის…“ – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით:

-„ოპოზიციის წარმომადგენლები ემზადებიან არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არეულობისთვის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ არ აქვთ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა და არ საუბრობენ მოსახლეობის საჭიროებებზე. რა თქმა უნდა, აქ გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია. სექტემბერი იქნება მძიმე. პირადად მე მოველი, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, განსაკუთრებით „ნაციონალურო მოძრაობის“ და მის გარშემო არსებული პარტიების მხრიდან იქნება ნიაღვარი სიბინძურის, დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის. ამიტომ საზოგადოებას მივუწოდებ, მზად იყოს ამისთვის და კრიტიკულად გაანალიზოს ყველა ინფორმაცია, რომელიც, დიდი ალბათობით, სექტემბერში იქნება“.

კომენტარები