„ ოპოზიციური კრიტიკა, – ეს არის მორიგი ტყუილები“ – გია აბაშიძე

-„ბუნებრივია, შეფასებები იქნება განსხვავებული, რადგან ხალხს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს. ფაქტია, „ქართული ოცნების” მყარი მხარდამჭერები იწონებენ ამ ნაბიჯს. მათ მიაჩნიათ,  ივანიშვილი ნამდვილად გასცილდა პოლიტიკას და აღარც ჩაერევა.

“ქართულ ოცნებას” ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა, მას ენდობა ამომრჩეველი.  ეს დადასტურდა 3 საპარლამენტო არჩევნებით.

ოპოზიციური კრიტიკა, თითქოსდა, ივანიშვილი მაინც ჩაერევა, განერიდა პასუხისმგებლობას, ამერიკამ აიძულა და ა.შ. ეს არის მორიგი ტყუილები!”- განაცხადა ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად 

კომენტარები