„ოპოზიციური ძალები ქუჩაში დგომის ნაცვლად პარლამენტში უნდა მუშაობდნენ“-მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი:

-„ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ეკლესიის კარი ღიაა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკების პროცესში, მხარეებს შორის უთანხმოება განიმუხტოს და კონკრეტული კონსენსუსი შედგეს.

პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მიუღებელია იმ ფონზე, როცა ხალხის დიდი ნაწილი ქუჩის აქციებზე უარს ამბობს, მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ მცირე ჯგუფს უკავია. ოპოზიციური ძალები ქუჩაში დგომის ნაცვლად პარლამენტში უნდა მუშაობდნენ“.

კომენტარები