„ოპონენტები ხშირად ამბობენ, კრიმინალმა იმატა, მონაცემები საპირისპიროს ადასტურებს“ – ვახტანგ გომელაური

-„პანდემიამ ფაქტობრივად გააორმაგა პოლიციის პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩვენი ძირითადი საქმიანობის კუთხით და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, უმთავრესი გახლავთ კრიმინალთან ბრძოლა. სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, დანაშაული, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 10 პროცენტით. უფრო მეტსაც გეტყვით, კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს ისეთ დანაშაულებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა – 42 პროცენტი, გამოძალვა – 34 პროცენტი, ძარცვა – 25 პროცენტი, ქურდობა – 12 პროცენტი, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც – 28 პროცენტი, მკვლელობის მცდელობა – 5 პროცენტი. ეს გახლავთ რეალური ციფრები, რასაც ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებენ და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, – განაცხადა  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

კომენტარები