„ოპტიმისტური პროგნოზები, რომელიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ“– გიორგი გახარია

-„პანდემიის პირველ ეტაპზე საქართველოს გამარჯვების ფასი ლოკდაუნები იყო,  ახლა მასშტაბურ ჩაკეტვას ქართული ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს.

ყველას უნდა გვესმოდეს, – უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას და გლობალურადაც, მსოფლიოს მოუწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, – ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობა. მაშინ ჩვენი გამარჯვების ფასი იყო მძიმე ლოკდაუნები, დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. უნდა ვისწავლოთ: მთავრობამ – მართვა, მოქალაქეებმა – პირბადის ტარება, ჰიგიენის ელემენტარული მოთხოვნების, დისტანციის დაცვა და ა.შ. ამას გავივლით, დავამარცხებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, – ყველას გვქონდეს ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა.

ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ, არ გამართლდა“, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები