ორგანიზაცია „Mobilise Your City“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის რეგიონალურმა დირექტორმა, სესილ კუპრიემ თბილისში ორგანიზაცია „Mobilise Your City“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, დონორი ორგანიზაციის – „Mobilise Your City“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყებს პროგრამას, რომელიც თბილისის მერიას მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის – „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის“ შექმნასა და იმპლემენტაციაში დაეხმარება.

„საფრანგეთის მთავრობასა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სფეროში დახმარების გაგრძელებას. გვეყოლებიან ფრანგი ექსპერტები, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში, როგორც დაგეგმვის, ისე ურბანული მობილობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით“,  განაცხადა როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ .

თბილისის მერია „Mobilise Your City“-ის წევრი 2019 წლის აპრილში გახდა.  საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება ივლისში, თბილისის მერის, კახა კალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძის პარიზში ვიზიტისას გადაწყდა.

კომენტარები