ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ოპოზიციას მიმართავს – „შაკლებო, ფარისევლებო, მაღვალაკებო, ორღობის ჭრიჭინა პარტიების წარმომადგებლებო!

 – „იმ საშინელებზე, რაც სააკაშვილმა და მისმა ნაცხროვამ 2007 წლის 7 ნოემებრს და 2011 წლის 26 მაისს ქართველ ხალხსა და ქვეყანას დაატეხეს, უფრო უარესი  საშინელებაა ამ ყველაფრის ფონზე მათ თანამდგომ ე. წ. ოპოზიციონერთა თავხედობა, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება. დღევანდელი „ოპოზიცია“ დაავადებულია პირადი განდიდების სინდრომით და კეთილდღეობისკენ სწრაფვით, რაც გამოიხატება უზომო ამბიციაში, ამპარტავნებასა, შურსა და სიხარბეში. ვუყურებ სახეებს და სულ იმას ვფიქრობ, რამ შეშალა ეს ხალხი. ზოგიერთი მენანება კიდეც, ზოგს კი, ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს ჩადენილი მძიმე ცოდვების გამო.

სირცხვილი, თქვე უღმერთოებო! „შაკლებო,“ ფარისევლებო, მაღვალაკებო, ორღობის ჭრიჭინა პარტიების წარმომადგებლებო! იქნებ, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ ბიბლიაში, აღსარებაში მოინანიოთ, რასაც  ჩადიხართ. 

იქნებ სავლეობა მიატოვოთ და პავლე მოციქულის ჭეშმარიტ გზას დაადგეთ, იქნებ სახარებიდან  მათეს სიტყვები მონანიებით გაითავისოთ: 

„ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს გადაუყრით ღორებს, რომ თავიანთი ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას არ დაგგლიჯონ შენ!“

(მათე  7, 6)

  მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ და გამობრძმედილ ქართველ ხალხს, რომელიც რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში იცავდა თავის მიწა-წყალს, ტრადიციებსა და ისტორიულ ფასეულობებს, წმიდა მეფეებისა და გმირი ხალხის მეოხებით – რომელთა მემკვიდრენიც ჩვენ ვართ და არ დაგვკარგვია რეალობის აღქმის უნარი, ეშმაკისთვის სული არ მიგვიყიდია – თქვენ ვერ მოერევით! 

ჩვენ, პენსიონერთა საერთაშორისო ალიანსი „არიერგარდი,“ დიდი გამოცდილებით, პრაგმატული ხედვითა და მშობელი ხალხის სიყვარულით, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა, მტკიცედ დავდგებით ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის სადარაჯოზე, დიდი ილიას დევიზის: „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ქვეყნის სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დევიზის: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“  – დასაცავად! 

ვისაც ყური აქვს, ისმინოს! 

P.S. ნაციონალებსა და მათ ხროვას, სტალინი დახვრეტდა ან სამუდამოდ გააკატორღებდა, ხოლო დიდი დავით აღმაშენებელი ძელზე გასვამდა! 

წერს პენსიონერთა საერთაშორისო ალიანსი „არიერგარდის“ თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გურამ საღარაძე  

 

კომენტარები