ორენბურგში ხანძრების გამო ბავშვთა ბანაკის ევაკუაცია გახდა საჭირო
ორენბურგის ოლქში მასშტაბური ბუნებრივი ხანძრების გამო გამაჯანსაღებელი ბანაკიდან “Чайка” – ბავშვების ევაკუირება მოხდა. ხანძარი ახლომდებარე ნოვოტროიცკის დასახლებებსაც: ხაბარნოეს და პრიგორნოეს ემუქრება.
როგორც ორენბურგის ოლქის ხელისუფლების საიტზეა ნათქვამი, ხანძარი ყაზახეთიდან გავრცელდა.
ამჟამად ნოვოტროიცკში 2 ათასი ადამიანის ევაკუაციისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
ინფორმაციას „mk.ru“ ავრცელებს.