„ორი ზესახელმწიფო თავისი გავლენების არეალებს ადგენს ერთმანეთში ისე, რომ საერთოდ აზრიც კი არ უკითხავთ საქართველოსთვის და…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„ფაქტი ხომ ფაქტად რჩება. რუსეთი რატომ არ გელაპარაკება, გასაგებია, – ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, საბრძოლო ვითარებაა ფაქტობრივად ორივე ქვეყანასთან, შენ ვერ ელაპარაკები და უფლებას არ გაძლევენ, მაგრამ ამერიკელები რატომ არ გელაპარაკებიან შენ? მაგალითად, თუ რუსეთი ესე აყენებს საკითხს, – ან აღმოსავლეთისკენ ნატო არ განვითარდება და სამხრეთ კავკასიის საზღვრებთან დაუშვებელია ნატოს ბაზები საქართველოში. ამერიკიდან ვინმე რატომ არ ჩამოდის და რატომ არ ელაპარაკება ღარიბშავილს, თავდაცვის მინისტრს ან ნებისმიერ სხვას და რატომ არ ეუბნება, რომ „შარში ვართ“, „ამან თუ ტანკები აქეთ გადმოაგრიხინა, გავაკეთებთ ამას და ამას და გაწყობთ?“ გვინდა ეს? „ან რამე პასუხისმგებლობას ვიღებთ არ ვიღებთ“. ყველამ ხომ ვიცით, რომ რუსების ტანკი დგას 22 კილომეტრში გორიდან. ღმერთმა დაგვიფაროს და ტანკები დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელ გვირაბთან დააყენოს, რას ვაკეთებთ მერე,  ვის იმედად ვართ? ვის ვეომებით? და თუ ვომობთ, რა მიზეზით ვომობთ? იქნებ ლაპარაკი სჯობს…

შესაბამისად, ახლა რამდენიც არ უნდა კერონ ჭრან და ჩვენ რუსეთუმები გვეძახონ, ფაქტი ფაქტია. როდესაც გაფართოებული შეთანხმება მოხდა და მოხდა სწორედ იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც ჩამოაყალიბე რუსეთმა, ევროპელებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „გადააგდეს რუსები“. ამიტომ რუსებს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უფლება აქვთ, არ დაგიჯერონ და არგუმენტად მოჰყავთ არა ჭორი და რაღაც ყურში ნაჩურჩულები, ფაქტი, რომელიც გეტყვის, შენ მე შემპირდი და „გადამაგდე“. თუ „გადამაგდე“ გუშინ, რატომ ვერ „გადამაგდებ“ ხვალ! შესაბამისად, ამ კუთხით თავისთავად ცხადია, რუსეთის მოთხოვნები აბსოლუტურად ადეკვატური და სწორია. აქ პრობლემა სხვა რამ არის კიდევ, რუსეთ-საქართველოსა  და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე რუსეთი საუბრობს ამერიკასთან და არა საქართველოსთან და უკრაინის ხელისუფლებებთან. ანუ არც ვარსებობთ. ორი ზესახელმწიფო თავისი გავლენების არეალებს ადგენს ერთმანეთში ისე, რომ საერთოდ აზრიც კი არ უკითხავთ საქართველოსთვის და უკრაინისთვის…“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები