ორი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, დღეში გაკეთდება 20 ათასი ტესტი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

-„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორთვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა.

ეს გულისხმობს, – მხოლოდ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტს გააკეთებს, ამას ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.

განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, ეს გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით“, – განაცხადა  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,

კომენტარები