ორი კაშკაშა კანდელი გყავთ ქართველებს… მათგან მიიღეთ მადლი! – ღირსი კუკშა თბილისელ მლოცველებს მიმართავს:

 – “50-იან წლებში ქართველი მორწმუნეები არაერთხელ გამგზავრებულან რუსეთში იქ მოსაგრე სქიმიღუმენ კუკშასთან, ეს იყო მაღალი სულიერების მქონე მამა, რომელსაც მასთან მისული ადამიანების აზრების წაკითხვაც კი შეეძლო.

მასთან მისულ თბილისელ მლოცველებს ჯერ ერთი სიტყვაც კი არ ეთქვათ, რომ მოსაგრემ მათ მიმართა: „რაო, ჩემ ცოდვილის სანახავად ჩამოხვედით? განა არ სჯობდა, თქვენთანვე ახლოს, მთებში ასულიყავით, სადაც ორი კაშკაშა კანდელი ბრწყინავს? მათგან შეიძინეთ სულიერი მადლი!“ მას მოძღვრების სახელები არ უთქვამს, მაგრამ ცხადი იყო, რომ მამა იოანესა და მამა გიორგის გულისხმობდა.”

 – წერს თამარ სიხარულიძე

ვინ იყო ღირსი კუკშა ოდესელი? გადადით ბმულზე და წაიკითხეთ:

https://tvalsazrisi.ge/ვინ-იყო-ღირსი-კუკშა-ოდესე/?fbclid=IwAR19BjS9fKz3bTVxwNjgvL47cK_iWwC55-Qbj04FK2M_zYbz5W-NjZ3HwL0

კომენტარები