„ორმა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, – არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის“ – მამუკა მდინარაძე

-„დოკუმენტი, რომელსაც დღეს ორმა პარტიამ ხელი მოაწერა, არის ღია ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა. დღეს მათი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან. ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე უფლებამოსილება შეუწყდებათ, მათ აქვთ საშუალება, ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო-ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად როგორიცაა 0-დან 3%-იან ბარიერზე მსჯელობა.

ანუ, ავიღეთ ვალდებულება,  4 და 5%-იანი ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ, იქნება მსჯელობა მხოლოდ 0-დან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, შეიძლება, დანარჩენი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგად  გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. იქ არის უამრავი სხვა საკითხი, მაგალითად – ე.წ. 100-მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით, ასევე ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით. იყო საუბარი, უნდა იყოს თუ არა შტრიხ-კოდი, აი, ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები