ორმა ძაღლმა მძინარე ჩვილი შხამიანი კობრასგან იხსნა

ფილიპინების ქალაქ კიდაპავანში, ორმა ძაღლმა მძინარე ჩვილი შხამიანი კობრასგან იხსნა.
ქვეწარმავალი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა, სადაც წლამდე ჩვილს ეძინა. ოთხფეხა მეგობრებმა გველს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს და ჩვილის დაკბენის საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთი ძაღლი კობრას ნაკბენებისგან დაიღუპა, ხოლო მეორე – დაბრმავდა.

კომენტარები