ორსართულიან სახლში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე, ორსართულიან კერძო სახლში აფეთქება მოხდა,  ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

-„მეორე სართულზე მოხდა აფეთება, სახლის ნაწილი დანგრეულია. მეორე სართული გაქირავებულია. შემთხვევის დროს ოთხი ადამიანი  სახლში იმყოფებოდა, მათ შორის იყო მეპატრონე. ყველა კლინიკაშია გადაყვანილი“, – აცხადებენ მეზობლები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის გამოყენების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები