ორსულებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ დღესაც მოვუწოდებ, მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი- სეზონურ გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა

-„მოვუწოდებ  განსაკუთრებით  ორსულებს, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაიტარონ. მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინაა მათთვის, ვინც მაღალი რისკის მქონეა და ახლა გადაწყვეტენ ვაქცინაციას. სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. უნდა ითქვას,  როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, გრიპი აქტიური არ არის, თუმცა ზოგან არის. მეტწილად თითო-ოროლა, სპორადული შემთხვევაა. რა თქმა უნდა, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ლოკდაუნი მოქმედებს, ეს მოქმედებს. ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს. სწორედ ასეთივეა გრიპისგან თავდაცვაც.ორსულებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ დღესაც მოვუწოდებ, რადგან მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. საქართველოში სეზონურ გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები