„ორ დღეში ახალი ალგორითმით დავიწყებთ მოქმედებას. ჯგუფის გაფართოებას დაექვემდებარებიან“ – ეკატერინე ტიკარაძე

-„კლინიკური ჯგუფის მხრიდან შემოვიდა რამდენიმე ინიციატივა. განხილული იყო, თუ რომელი ჯგუფები უნდა შევიყვანოთ შემდგომი გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. შევთანხმდით, რომ ჯგუფის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები და სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები. ისინი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

ვისაუბრეთ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში შემოვიდა სამედიცინო საზოგადოების მხრიდან. ყველა კლინიკაში, პაციენტების მიღებისას მოხდეს მათი კვლევა. ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება. ჩვენ დამატებით კვლავ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ორ დღეში გვექნება გაფართოებული ალგორითმი და შაბათ-კვირიდან ახალი ალგორითმით მკურნალობას დავიწყებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები