ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე – როგორია მათი მდგომარეობა

ინდოეთში მცხოვრებ საქართველოს ორ მოქალაქეს კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ორივე მოქალაქეს ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს, კლინიკაში იმყოფებიან. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. საქართველოს საელჩოს მათთან კომუნიკაცია აქვს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის განცხადებით:

-„საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებთან. იქ იმყოფება 10-კაციანი ჯგუფი საქართველოდან, მათ შორის ჩვენი სპორტსმენები. ორ მათგანს აღმოაჩნდა კოვიდი. არ დავაკონკრეტებ ვინაობას. ჩვენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას გავაგრძელებთ”. 

რა ვიცით ინდური შტამის კორონავირუსის ვარიანტის შესახებ? რამდენად საშიშია?

კომენტარები