“ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამის ნათელი დასტური იყო” – მაია ცქიტიშვილი:

„შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა, ფასეულობებს ეფუძნება და პირველ რიგში, ესაა დემოკრატიული ღირებულებები. ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ასპექტების გაძლიერება ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ჩვენ დავინახეთ რამდენად აქტიური დღის წესრიგი ჰქონდა სტუმარს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის შეხვედრა, გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ. ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი და ამის ნათელი დასტური იყო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები