„ორ წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული. სწორედ ამიტომ ვეცადოთ, რომ ბავშვების გარშემო გარემო რაც შეიძლება იყოს ჯანსაღი“-ხათუნა ზახაშვილი

-„მოსახლეობა უნდა ეცადოს, დისტანცია დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში.

რეკომენდაციები რჩება იგივე, –  უნდა დავიცვათ ერთმანეთს შორის დისტანცია. ეს დისტანცია უნდა იყოს მინიმუმ ერთი მეტრი. როგორმე უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დაცული იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში.  ღია სივრცეებში დისტანცია ერთმეტრიანი შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად. მოერიდეთ ხანგრძლივ პირისპირ საუბარს, განსაკუთრებით თუ არ გიკეთიათ ნიღაბი. მოვუფრთხილდეთ პატარა ბავშვებს. ორ წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული. სწორედ ამიტომ ვეცადოთ, რომ ბავშვების გარშემო გარემო რაც შეიძლება იყოს ჯანსაღი. კი ბატონო, ისეირნეთ, გაბრძანდით გარეთ, მაგრამ ჰიგიენის წესებისა და ამ ეტიკეტის დაცვა, რასაც ჰქვია დისტანცირება, არ დაგავიწყდეთ.

შესაძლებელია თუ არა, ზედაპირიდან მოხდეს დაინფიცირება, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცნობით იმ საერთაშორისო ლიტერატურას, რაც ქვეყნდება. დღეს არაჩვეულებრივი რაოდენობით ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი მიგნებები, დადასტურებული ამა თუ იმ მტკიცებულებებზე, სარწმუნო ან ნაკლებად სარწმუნო ნაშრომები ამ საკითხთან დაკავშირებით. თავდაპირველად იყო, რაღაც ინფორმაცია, რომ ეს ვირუსი ძალიან გამძლე იყო ზედაპირებზე. გარკვეულ გარემოში, შემდგომ გაჩნდა ახალი ნაშრომები, რომ რეალურად ამდენ ხანს ისინი ვერ ძლებენ ზედაპირებზე და ეს შედარებით ამცირებს იმის ვარაუდს, რომ კონტაქტური გზა ძალიან აქტიური იქნება ინფექციის გადაცემაში. დაველოდოთ, ალბათ, კიდევ გამოქვეყნდება ახალი მიგნებები. ყოველ შემთხვევაში, დღეს ცნობილია, რომ საჭირო არის ორი მიმართულებით გავუფრთხილდეთ ჩვენ თავს და გავუფრთხილდეთ ინფექციის გადაცემის ორ ძირითად მიმართულებას. ეს არის წვეთოვანი გზა ანუ ის გზა, როდესაც დაავადებული ადამიანი აფრქვევს წვეთებს და ეს წვეთები შეიძლება მოხდეს ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვან გარსებზე, ეს არის  ცხვირი, პირი, თვალები და მეორე გზა. როდესაც დაბინძურებულ ზედაპირზე ხელის შეხებით, მერე ამ ხელებით შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა გადაიტანს თავის ლორწოვან გარსებზე ეს ვირუსი. ისევ და ისევ რეკომენდებულია, რომ ატაროს ნიღაბი ყველამ. დღეს ასეა მიღებული, რომ თუ ნიღაბს ატარებს დაავადებული ადამიანი ეს სანახევროდ ამცირებს იმის ალბათობას, რომ გადასცემს ჯანმრთელ ადამიანს ვირუსს. თუ ატარებს ორივე ჯანმრთელიც და დაავადებულიც ნიღაბს, მაშინ ეს გადაცემის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირად დავიბანოთ ხელები მანამ, სანამ მეცნიერები დანამდვილებით არ გვეტყვიან, რომ ჩვენი ხელები საფრთხეს არ წარმოადგენს კოვიდის გადაცემისთვის. ჯერჯერობით უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

კომენტარები