ოსამა ბინ ლადენის შვილი გარდაიცვალა

„ალქაიდას“ დამფუძნებლის და ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა გარდაიცვალა.

ამ ინფორმაციას აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.  ჰამზა ბინ ლადენის გარდაცვალების ადგილი და თარიღი უცნობია.

თებერვალში აშშ-ის მთავრობამ 1 მილიონ დოლარიანი ჯილდო გამოაცხადა ჰამზა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დასადგენად. ჰამზა ბინ ლადენმა  მამის, ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო რევანშის მიზნით, აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მოწოდებთ აუდიო და ვიდეომიმართვები გაავრცელა.

კომენტარები