„ოფიცერს, რომელმაც კაპიტოლიუმთან არეულობის დროს, ეშლი ბებიტი  მოკლა,  პასუხისმგებლობა არ დაეკისრა“

პოლიციის ოფიცერს, რომელმაც კაპიტოლიუმთან არეულობის დროს, კაპიტოლიუმის შენობასთან შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ქალაქ სან-დიეგოს მკვიდრი, 35 წლის ეშლი ბებიტი  მოკლა,  პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. წერს nbc წყაროზე დაყრდნობით.

საქმის გამომძიებლების განცხადებით,  სავარაუდოდ, პოლიციის ოფიცერს,  ბრალს არ წარუდგენენ.

გამოცემა The Wall Street Journal წერდა, – გამოძიება გამოვიდა რეკომენდაციით,  პოლიციელისთვის ბრალი არ წარედგინათ, საბოლოო გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებდა.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, – დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, დაამტვრიეს შუშები,  კარი  სკამებით იყო დაბლოკილი.  ეშლი ბებიტი  გატეხილი შუშის ქვეშ გაძრომას ცდილობდა,  კაპიტოლიუმის შენობის პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა. სამართალდამცველმა ქალს  ერთხელ ესროლა.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებდა, -კოლუმბიის პოლიციის სამმართველომ კაპიტოლიუმთან სროლის საქმის გამოძიება დაიწყო,პოლიციელი შვებულებაში გაუშვა. საქმის გამოძიების პროცესს აკონტროლებს აშშ-ის პროკურატურა.

ვაშინგტონში არეულობა 2021 წლის 6 იანვარს მოხდა.  დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, – საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის დროს  4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა.

კომენტარები