ოქროს ზოდებზე ფასი 19%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება.

Bloomberg-ის  ცნობით, საბირჟო ფონდებში, 100 ტონა ოქროს მობილიზება მოხდა, რაც 2013 წლის შემდეგ მაქსიმუმია. გამოცემის ცნობით, ფონდების ოქროს მარაგი აგვისტოში 101,9  ტონაა. მთლიანმა საინვესტიციო აქტივებმა 2 453,4 ტონა შეადგინა.

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ზოდებზე ფასი 19%-ით გაიზარდა. ექსპერტები ოქროზე ფასის ზრდას აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომს უკავშირებენ. მოთხოვნიდან გამომდინარე ოქრო კიდევ გაძვირდება.

კომენტარები