ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან ოქროს უნიტაზი 14 სექტემბერს მოიპარეს. მისი ღირებულება 6 მილიონი დოლარია. 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული.

პოლიციამ სამი ადამიანი – ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

ამ ინფორმაციას CNN-ი  ავრცელებს.

2016 წელს უნიტაზი წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკის ჰუგენჰაიმის მუზეუმში. იმდენად პოპულარული იყო, რომ ადამიანები საათობით იდგნენ რიგში, რომ ესარგებლად მისით. 2017 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ამ უნიტაზით დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, იუწყება Forbes.

ოქროს უნიტაზი 2017 წელს ნიუ-იორკის მუზეუმის წარმომადგენლებმა, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ვან გოგის ნახატის სანაცვლოდ შესთავაზეს.

კომენტარები